დაიჭირეთ ბალანსი და ეძებეთ მეკავშირეები - ხადარკოვსკის მიმართვა საქართველოს მთავრობას

07.03.22 19:41
დაიჭირეთ ბალანსი და ეძებეთ მეკავშირეები - ხადარკოვსკის მიმართვა საქართველოს მთავრობას

რუსი ოპოზიციონერი და მოძრაობა ,,ღია რუსეთის" დამფუძნებელი, ვლადიმერ ხადარკოვსკი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ღირსეული პოზიცია დაიკავოს. 

,,ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხადარკოვსკი პროგნოზირებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა, შეცდომები არ აპატიოს.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მისი ამჟამინდელი ქმედება ამ დროისთვის არა, მაგრამ  ერთი წლის შემდეგ გახდება დასავლური სამყაროს ფართო კომპლექსური ანალიზის საფუძველი, შეაფასებენ, რა შეეძლო, საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებინა და რა არ გააკეთა. რას აკეთებდნენ ჩუმად და ხმამაღლა.

მინდა, ამჟამინდელ ხელისუფლებას ვუსურვო, რომ გაუძლოს ამ მძიმე მდგომარეობას, დაიჭიროს ბალანსი და ეძებოს მოკავშირეები, კარგად გაანალიზოს ეს პროცესები. ეს შესაძლოა, იყოს ის, რასაც მას არ აპატიებენ - განაცხადა მიხაილ ხადარკოვსკიმ.