გადადგეს საქართველოს მოღალატე მთავრობა - აქცია რუსთაველის გამზირზე

07.03.22 20:37
გადადგეს საქართველოს მოღალატე მთავრობა - აქცია რუსთაველის გამზირზე

გადადგეს საქართველოს მოღალატე მთავრობა - ამ მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქცია მიმდინარეობს. მისი მონაწილეების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობს. 

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა ,,სირცხვილია".  სამოქალაქო აქტივისტები სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ:

დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან!
აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები!
დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის! 

ძალიან სირცხვილია, როცა უკრაინის პრემიერი ჩვენს პრემიერს მოუწოდებს, არ გადაუხადოს ფული, რადგან ამ ფულით რუსები ამზადებენ ბომბებს და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. - აცხადებს ,,სირცხვილიას" აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი

ამ დროისთვის რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია, ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია.