დაუჯერებელი აბავი - მოსკოვში დაკითხვაზე დაიბარეს მე-6 კლასელი, რომელმაც გაკვეთილზე უკრაინაში ომზე კითხვები დასვა
მოსკოვში დაკითხვაზე დაიბარეს მე-6 კლასელი, რომელმაც გაკვეთილზე უკრაინაში ომზე კითხვები დასვა - ინფორმაციას ნოვაია გაზეტა ავრცელებს.
12 წლის კირილის დედა, ნატალია ამბობს, რომ ბიჭს უკრაინული ფესვები აქვს და მიმდინარე ომი მას ტკივილს აყენებს.
კირილე ამბობს, რომ მან მასწავლებელს ჰკითხა, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი? რაზეც მასწავლებელმა უპასუხა რომე ეს სპეცოპერაციაა.
"მასწავლებელმა თქვა - "ზუსტად არ ვიცი, სად არიან ახლა ჩვენი ჯარები, მაგრამ ისინი ნახევარ გზაზე რომ გაჩერებულიყვნენ, უკრაინის აგრესია გაგრძელდებოდა". კლასის მცირე ნაწილმაც დაუსვეს კითხვები მასწავლებელს... მასწავლებელმა თქვა, რომ სპეციალისტები უკრაინიდან და აშშ-დან ყალბ ცნობებს ავრცელებენ, რათა ხალხს სცემონ აქციებზე და დასძინა რომ "აქცია კოორდინებული უნდა იყოს".
მე ვკითხე, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების საწინაარმდეგო აქცია იყოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული, რაზეც პასუხი ვერ მივიღე.
კიდევ დავსვი კითხვა, რატომ დაიწყო ვინმემ საერთოდ და როდის დასრულდება ეს ყველაფერი? მასწავლებლის თქმით, ეს უკრაინამ დაიწყო და დამთავრდება, როცა უკრაინა კაპიტულაციას მოახდენს.
მან ასევე გვითხრა, რომ უკრაინელებში ნაციზმი ყვავის, რომ პირველი კლასიდან სახელმძღვანელოებში წერია, რომ უკრაინა ზესახელმწიფოა. ბევრი მეგობარი მყავს უკრაინიდან, ვკითხე - ეს მათ სახელმძღვანელოებში არ აქვთ"- ყვება კირილი ნოვაია გაზეტასთან.
კირილე ამბბს, რომ მან მეორე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, დერეფანში დაიყვირა - დიდება უკრაინას!
ირკვევა, რომ გაკვეთილის შემდეგ ნატალიას უცნობი ნომრიდან დაურეკეს და პოლიციაში დაიბარეს.
ნატალია ამ შეხვედრებზე არ მივიდა, შვილი კი სკოლიდან წამოიყვანა.
დღეს, 7 მარტს, როცა კირილი სახლში მარტო იყო, მას ორმა პოლიციელმა მიაკითხა, თუმცა ბავშვმა მათ კარი არ გაუღო. სამართალდამცავებმა ბინას დენი ჩაუჭრეს და კარის ქვეშ დატოვეს წერილი დატოვეს - "დაკითხვაზე".