პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები - მოსკოვი-თბილისის ფრენები უწყვეტად მიმდინარეობს
რუსეთის მოქალაქეების ნაკადი საქართველოში არ წყდება. პუტინის რეჟიმს გამოქცეული კიდევ ასობით მოქალაქე რამდენიმე საათის წინ თბილისში ჩამოვიდა. მხოლოდ დღეს უკვე საქართველომ სამი ავიარეისი მიიღო. დღის განმავლოაბში კიდევ რამდენიმე რეისს ელოდებიან.რუსეთიდან ჩამოსული მოქლაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი რეჟიმს გამოექცნენ და მოსკოვში ცხოვრების გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ პუტინის მთავრობა ოკუპანტია.
გამოვიქეცით ქვეყნიდან, ვფიქრობთ დავრჩეთ ცოტა ხანს, როგორ განვითარდება მოვლენები, არ მომწონს რაც ხდება, ოდესაში მყავს მეგობარი, სადაც არ უნდა წვაიდნენ ყველგან ოკუპანტებს გვეძახიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა ოკუპანტია", - ამბობს რუსეთის მოქალაქე, რომელცი საქართველოში ჩამოვიდა.