არა რუსულ აგრესიას - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა დევნილებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა დევნილებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. დღეს ისინი საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ და თავიანთი პატივისცემა მოძმე ერის მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
30-მდე მოზარდი მშობლებთან ერთად ოკუპირებული შიდა ქართლიდან ჩამოვიდა. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, დევნილ ბავშვებს მადლობა გადაუხადა:
დღეს ჩვენ ძალიან რთულ დროში ვიმყოფებით. ყველამ ვიცით, თვითოეულმა თქვენგანმა, რა მოჰყვება სუვერენული სახელ;მწიფოს უკუპაციას. ბევრი ადამიანი დაზარალდა. ძალიან მადლიერი ვართ ყველასი, ვინც დღეს უკრაინის საელჩოსთან მოხვედით და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეთ. დღეს ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან თავისუფლებიდა და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით. მინდა, მივმართო ქართველებს, ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ გვექნება ერთობლივი განმარჯვება. - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა