თორნიკე რიჟვაძე ოკუპანტების თანამზრახველთა სიაშია

08.03.22 14:57
თორნიკე რიჟვაძე ოკუპანტების თანამზრახველთა სიაშია

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, თორნიკე რიჟვაძე ოკუპანტების თანამზრახველთა სიაშია - ამ სექციაში აჭარის მტავრობის თავმჯდომარე  უკრაინულმა გავლენიანმა ორგანიზაციამ "მშვიდობიმყოფელმა"  შეიყვანა.

ირკვევა, რომ მიზეზი მისი განცხადება გახდა.  თორნიკე რიჟვაძემ "ტვ პირველის" შეკითხვაზე: “დაიწყო თუ არა რუსეთმა ომი უკრაინაში?” უპასუხა: “ეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ”. 

“რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელისშეწყობა,

24.02.2022 უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის უარყოფა;

საზოგადოებრივად საჭირო ინფორმაციით მანიპულირება"- წერია საიტ “მიროტვორეცზე” თორნიკე რიჟვაძის შესახებ. 

 "მშვიდობისყოფელი " უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს და  იმ მოხალისეებს, დაქირავებულ მკვლელებს, სამხედროების მონაცემებს აგროვებს ვინ  ოკუპანტების პოზიციებს იზიარებს.

აღსანიშნავია, რომ რიჟვაძეს უკრაინული განათლება აქვს. მას დოქტორის წოდება ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიანიჭეს.