ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს ხალხი ოფისებიდან აძევებს

08.03.22 15:45
ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს ხალხი ოფისებიდან აძევებს

ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს ხალხი ოფისებიდან აძევებს - "ალტ-ინფოს" ოფისები რეგიონებში ერთმანეთის მიყოლებით იხურება.

პრორუსი მოძალადეებს იმ ფართებს ატოვებინებენ სადაც ე.წ. პოლიტიკური პარტიისთვის იქირავეს.

ოფისები უკვე დახურულია ხულოში და სვანეთში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა ახალციხეში.

ძალადობრივმა,  ჰომოფობიურმა და პრორუსულმა "ალტ-ინფომ" პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც "კონსერვატიული მოძრაობა" უწოდეს.

პირი, რომელმაც "კონსერვატიულ პარტიას" ოფისი მიაქირავა ამბობს, რომ ის "ალტ ინფოს" წევრებმა მოატყუეს, უთხრეს, რომ პარტია პროდასავლურ იდეოლოგიას ატარებს. 

10 დღის წინ იყვნენ ჩამთან. მითხრეს, რომ 'კონსერვატიული პარტია" იქნებაო, ევროპული ხედვები და ასე შემდეგო. ამიტომ დავთანხმდი, მაგრამ რომ ვნახე პლაკატები დავურეკე და ვუთხარი რომ დაეცალათ ფართი. ისინი ხულოში ფეხს ვერ მოიკიდებენ"- ამბობს ფართის მეპატრონე. 

ესენი არა კონსერვატები, არამედ ჩვენი ქვეყნის მეტრბი არიან, მოძალადეები!  მოტყუებით შევიდნენ ჩემს ფარში"- ამბობს კიდევ ერთი პირი, ვინც "ალტ ინფოს" წევრებს ოფისი დაახურინა. 

რაც ეეხება მოძალადეების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ "ყველას საკადრის პასუხს გასცემენ". 

არ იქნება ეს ოფისი, იქნება სხვა. ჩვენ  60-ზე მეტი ოფისი გავხსენით. მესტიაშიც უხაროდათ, იხურებაო, მაგრამ ხედავთ, რომ არ იხურება. ხულოშიც აუცილებლად გაიხსნება. ვინც წინ დაგვიდგება საკადრის პასუხს მიიღებს"- თქვა კოტე მორგოშიამ. 

მისი თქმით, პოლიცია მათ ოფისებს იმიტომ იცავს, რომ "ალკბათ, აქვთ ოპერატიული  ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იეგმება". პრორუსული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი უკრაინის პრეზიდენტსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ "რუსეთი აკეთებს იმას, რასაც ის 3 წელი პროგნოზირებდა". 

ჩემთვის ზელენსკის მოქმედება მიუღებელია. თავის ინტერესებს რუსეთი სათავისოდ გადაჭრის..."- თქვა მორგოშიამ.