"მზად ვარ, შევხვდე ზურაბიშვილს"- გიული ალასანია

08.03.22 17:23
"მზად ვარ, შევხვდე ზურაბიშვილს"- გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მზად არის სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს. ცნობილია, რომ ალასანიას მოქმედ პრეზიდენტთან მოშიმშილე სააკაშვილის შეწყალების საკითხის განხილვა სურს. 

მართალი გითხრათ, ჩვენი პრეზიდენტის იმედიც მაქვს. საკმაოდ დამოუკიდებელი, მოაზროვნე ადამიანია"- თქვა ალასანიამ.

მოშიმშილე პრეზიდენტის დედა არ გამორიცხავს იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები "სააკაშვილს არასდროს შევიწყალებ" შეცვალოს.

ჩვენ თვალწინ ხომ მოხდა ბევრი რამის შეცვლა?!  ასე რომ იმედი რატომ არ უნდა ვიქონიოთ?  მე სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი. მე მინდა, რომ ჩემი შვილი გადარჩეს. ეს (შეწყალება) ერთადერთი გზაა, რომ ციხიდან გამოვიდეს. ჩვენ და თვითონაც დაჟინებით ითხოვს ქვეყნიდან გაყვანას, ეს მის ჯანმრთელობას სჭირდება. იმედია, ამ ყველაფერს მხედველობაში მიიღებენ და რაღაც შედეგზე გავალთ"- განაცხადა ალასანიამ.