ზელენსკის მთავრობაზე კარგი წარმოდგენის არ ვარ - გორის საკრებულოს თავმჯდომარე უკრაინას ბრძოლისუნარიანობას უწუნებს
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებას თავს გორის საკრებულოს თავმჯდომარეც ესხმის. ღარიბაშვილის თანაპარტიელის კრიტიკა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც დაიმსახურა.
დავით რაზმაძე პირდაპირ ამბობს, რომ ზელენსკის მთავრობაზე კარგი წარმოდგენის არ არის და უკრაინას ბრძოლისუნარიანობას უწუნებს.
47 მილიონიან ქვეყანას შეეძლო, ოკუპანტები შეეჩერებინა, მიაჩნია რაზმაძეს.
კაცი, რომელსაც ამხელა ომი ახვევია თავს, ჩვენს კრიტიკას უნდება, ამ დროს მთელი საქართველო, მთავრობა, ხალხი, მობილიზებულია, რომ რა გაუკეთონ, რა გაუგზავნონ. რა გაგვიკეთა, რითი დაგვიდგა უკრაინა 2008 წელს? რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, მაგის მსგავსი გააკეთა რამე?
ზელენსკი თავის მოსახლეობას არ უფრთხილდება, როგორ უფრთხილდება, როცა ჯერ ჯარი არ ჰყავს, 45 მილიონიან ქვეყანას საშუალება რომ ჰქონოდა, დახვედროდა რუსების დაჟანგებულ ტანკებს",- განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.