სოლიდარობა უკრაინას - "ლელოს" ლიდერებმა უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართეს
სოლიდარობა უკრაინას - "ლელოს" ლიდერებმა უკრაინის საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ადგილზე ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები უკრაინის დროშებით მივიდნენ და რუსული აგრესია გააპროტესტეს.
აქციის დასასრულს პოლიტიკოსებმა უკრაინის გიგანტური დროშაც გაშალეს. ადგილზე მიიტანეს ყვავილები, რითაც ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.
აქციის მსვლელობისას, "ლელოს" ლიდერებთან უკრაინაში გაწვეული ელჩის მეუღლე გამოვიდა და შეკრებილებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.