პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავა

08.03.22 20:02
პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავა

პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი, დააკავა. მეგობრების ინფორმაციით, დიღმელაშვილი იმის გამო დააპატიმრეს, რომ მან გუშინ ორგანიზაცია ,,სირცხვილიას" წევრების დაკავება დღეს კანცელარიასთან კვერცხის სროლით გააპროტესტა.

კანცელარიის შენობასთან შსს-მ დაკავებების სერია ანტისაოკუპაციო აქციის დასრულების შემდეგ დაიწყო. პოლიციამ 12 აქტივისტი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა და იზოლატორში გადაიყვანა. ნოდარ რუხაძე, გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და კიდევ 6 დაკავებული აქტივისტი ახლა საქალაქო სასამართლოს მოლოდინშია. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, არც ერთი მათგანი ბრალდებას არ ეთანხმება.

მოძრაობა ,,სირცხვილიას" წევრები უკვე 24 საათია, წინასწარი დაკავების იზოლატორში ყავთ, სიცივესა და გაუსაძლის პირობებში ისინი დარჩებიან იქამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს სხდომის ჩანიშვნაზე არ მიმართავს, უწყება კი არ ჩქარობს.