არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოება გამოეხატოს - ლადო კახაძე

08.04.21 15:29
არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოება გამოეხატოს - ლადო კახაძე

,,საქართველოს პრეზიდენტთან კითხვები არ გვაქვს. ხვალ პრეზიდენტს შთამბეჭდავი გამოსვლა ექნება" - აცხადებენ ,,ქართული ოცნების" დეპუტატები. 

 ,,ოცნების" წარმომადგენელი, ლადო კახაძე, მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოვალეობას პირნათლად ასრულებს.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შესანიშნავად ამკვიდრებს, რომ საკონსტიტუციო ჩარჩოდან არ გამოდის, არ უკადრია ეს. არ მახსოვს, რომ ზურაბიშვილს რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოება გამოეხატოს. მახსოვს, 8 მარტის შეწყალება ისე გააკეთა, ჩვენ არც ვიცოდით და ამან საზოგადოებაში დადებითი როლი შეასრულა. პრეზიდენტს აქვს დიდი გამოცდილება და გენეტიკური ვალდებულება ქვეყნის მსახურების და ბრწყინვალედ ასრულებს ამას - ამბობს ლადო კახაძე.       

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში წლიური ანგარიშით უნდა წარსდგეს. 

მსგავსი სიახლეები