საუბარი, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა შემოდის, მართალი არ არის - გომელაური

09.03.22 11:36
საუბარი, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა შემოდის, მართალი არ არის - გომელაური

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს შს მინისტრი აღნიშნულ საკითხზე მედიასთან პირველ კომენტარს აკეტებს. ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ მსოფილიო ლიდერებმა ომის შესაჩერებლად ყველა ძალისხმევა უნდა იხმარონ. 

პირველ რიგში, მინდა შევეხო უკრაინის საკითხს. ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში და დღითიდღეა დამძიმდა უფრო სამწუხაროდ. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, თითქმის უკვე ორი კვირაა, რაც სარდაფებშია ჩასული მოსახლეობა. არ აქვთ წყალი, დენი, საკვებნის პრობლემები აქვთ. ეს ომი, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერი გააკეთონ იმ მსოფლიო ლიდერებმა, რომ ეს ომი შეჩერდეს და ეს სმხვერპლი აღარ იყოს და არარ გაგრძელდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ის მძიმე დრეები და წუთები, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური ასევე ირწმუნება, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა შემოვიდა, სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, მათი რიცხვი ომის დაწყებიდან დღემდე 20 ატასზე ცოტა მეტია. 

საზღვარს რაც შეეხება, საზღვარი კონტროლდება, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე, როგორც საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო საუბარი, თითქოსდა უპრეცენდენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი. ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში არის 20 ათას ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა 2019-ში შემოსული იყო 40 ათასი. დაახლოებით 3 ათასია, რომელიც შემოსულა და ჯერ არ გასულა ამ ორ კვირაში. დივერსანტების შემოპარვა ცოტა სხვა სპეციფიკაა და ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ, - განაცხადა გომელაურმა.