ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობა, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებულები - გომელაური უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე

09.03.22 11:41
ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობა, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებულები -  გომელაური უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე

შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განცხადებით, საქართველოს უკრაინის მხარდაჭერის დიდი შესაძლებლობა არ აქვს. მინისტრი უკრაინის მიმართ მცირე მხარდაჭერას იმ ფაქტით ხსნის, რომ საქართველოს ტერიტორიები  რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

საქართველო ყველაფერს აკეთებს, იცით, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიგზავნა დახმარება, ჩვენ რაც შეგვიძლია. ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, ჩვენთვითონ ვართ   დაზარალებულები, ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები, დღეს რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, როგორც აქვს დიდ ქვეყნებს, მხარდაჭერის კუთხით ყველაფერი გავაკეთეთ, მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ", - ამბობს გომელაური.