ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ - შს მინისტრი

09.03.22 12:00
ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ - შს მინისტრი

ზელენსკის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ ჩვენი მთვარობა "ამორალურია" მიუღებელია, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინის პრეზიდენტზე უფრო მძიმედ საუბარი არ სურს. 

ძალიან ცუდია, ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომ თქვა, რომ "ამორალურია" ჩვენი მთავრობის ქმედება, ეს არის მიუღებელი. არც პოლიტიკაში ჯდება და არც დიპლომატიაში ჯდება.  ძალიან ცუდია, რაც თქვა. პრემიერმა რაც გააკეთა, მხარს ვუჭერ, ერთი გუნდი ვართ. ყველაფერი გააკეთა საქართველომ, რაც შეუძლია და მეტი რა ვიცი, რა უნდა გითხრათ, - განაცხადა გომელაურმა.