საქართველომ გადახდის სისტემებში რუსული Мир დაამატა

09.03.22 13:00
საქართველომ გადახდის სისტემებში რუსული Мир დაამატა

საქართველომ გადახდის სისტემებში რუსული Мир დაამატა. პირველი სისტემაში  "ჯორჯიან ეარვეისი" ჩაერთო.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, "მასტერქარდმა" და "ვიზამ" კი რუსეთი დატოვეს, საბანკო სისტემა "მირი" ტრანზაქციის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა ამ ბარათს რამდენიმე  პოსტ საბჭოთა ქვეყნის გარდა არავინ აღიარებს.აღმოჩნდა, რომ საქართველომ ეს ბარათები დაუშვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია ხელისუფლების თანხმობის გარეშე სისტემაში ვერ ჩაერთვებოდა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელისუფლების ნებართვითა და თანხმობიით ხდება. ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება.  

არის რეალური საფრთხე რომ ხელისუფლების ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, მოხვდება საერთაშორისო  სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას", - თქვა მელიამ.