ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - "ლელოს" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

09.03.22 13:48
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - "ლელოს" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

"ლელოს" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრა ორბელიანის სასახლეში უკვე დაიწყო. საუბრის მთავარი თემა სავარუდოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იქნება. შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები სავარუდოდ, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზეც ისაუბრებენ.

შესვლამდე"ლელოს" ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი სალომე ზურაბიშვილი იყო. 

დაბარებულები არიან თუ არა ორბელიანის სასხლეში დღეს სსხვა ოპოზიციური ლიდერებიც, უცნობია.