სამღვდელოებას ვერ განვსჯი - კახაძე მეუფე სპირიდონის სკანდალურ ქადაგებაზე

08.04.21 15:17
სამღვდელოებას ვერ განვსჯი - კახაძე მეუფე სპირიდონის სკანდალურ ქადაგებაზე

სხალთელი ეპისკოპოსის იერიში ვაქცინაციის წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატი, ექიმი ლადო კახაძე, მეუფე სპირიდონის ქადაგების შეფასებას ერიდება. 

"მე სამღვდელოებას ვერ განვსჯი"- უთხრა "ტვ პირველს​" დეპუტატმა. 

რა უფლება მაქვს მე, ჩვეულებრივ მოკვდავს, ვინმე განვიკითხო. ჩემი 50 წლიანი გამოცდილებით, იმ ცოდნით, რაც უფროსებმა გადმომცეს, შემიძლია ვთქვა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ამ გაჭირვებიდან გამოსვლის საქმეში. საყვედურს ვერ მათქმევინებთ, შეფასების ნაწილი ჩემგან არ იქნება, ბოდიშს მოვიხდი. მე ჩემს ადამიანებს, პროფესიულ მრევლს, ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ- თქვა დეპუტატმა. 

 

მსგავსი სიახლეები