საქართველოს პრეზიდენტისა და ,,ლელოს" ლიდერების შეხვედრა დასრულდა

09.03.22 15:33
 საქართველოს პრეზიდენტისა  და ,,ლელოს" ლიდერების შეხვედრა დასრულდა

,,ლელოს" ლიდერების და  სალომე ზურაბიშვილი შეხვედრა დასრულებულია. ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და საპარლამენტო გუნდის წევრები 40 წუთის განმავლობაში ხვდებოდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით  გაწევრიანების პერსპეტივა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები იყო.

ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტთან იმ პერსპექტივაზე, რაც ქვეყანას გაუჩნდა ისტორიულ მომენტში, რაშიც ახლა ვიმყოფებით და იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული და კონსოლიდირებული იდეისა და შესაძლებლობის ირგვლივ, რომ დაჩქარდეს ქვეყნის ინტეგრირება ევროკავშირში. - განაცხადა ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადი ჯაფარიძემ.