რუსული Мир საქართველოში - "აირზენას" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

09.03.22 15:05
რუსული   Мир საქართველოში - "აირზენას" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე,  "აირზენას" ოფისთან აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები კომპანიის მიერ გადახდის სისტემებში რუსული Мир-ის  დამატებას აპროტესტებენ. მათი თქმით, რუსული გადახდის სისტემის დამატება და რუსეთისთვის კომფორტის შექმნა ქვეყნის ღალატია.

სანქციები იმიტომ დაწესდა, რომ გააჩეროს პუტინის ბოროტება, რომ აღარ ხოცოს ახალგაზრდები, ბავშვები და ამის ფონზე ეს კომპანია ხელს უწყობს, თავი აარიდოს რუსეთმა სანქციებს, ამ კომპანიაში დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ, რომ ფულზე ძვირფასი სამშობლოს სიყვარულია და თუ ამას ვერ იაზრებენ სერგო ორჯონიკიძის გვერდით საპატიო ადგილს დიაკავებენ", - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.

თამაზ გაიაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ  რუსეთში საქართველოს მოქალაქეებიც ცხოვრობენ.

პირველ რიგში რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ მილიონობით, მეორე - ჩვენ არანაირი საშუალება არ მიგვიცია ტყუილი ამბავია", - ამბობს კომპანიის დირექტორი თამაზ გაიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" რუსული გადახდის სისტემაში ჩაერთო, რასაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები