უკრაინის ხელისუფლება ხშირად იცლის ჩვენს წინააღმდეგ განცხადებების გასაკეთებლად - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესების ლიდერი, მამუკა მდინარაძე, უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლის განმარტებით, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლება იმისთვის იცლის, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განცხადებები აკეთოს.
ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე.წ.ლაივ-ვიდეოების ჩასაწერად და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებების გასაკეთებლად. მიზეზების შესახებ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. დეტალებზე აღარ შევჩერდებით და ნამდვილად არ შევალთ დისკუსიაში. პირიქით, გავაგრძელებთ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. - აღნიშნა მდინარაძემ.