როცა დეზინფორმაციულ გზავნილებს აჟღერებთ, თქვენ აკეთებთ რუსულ საქმეს - სერგო ჩიხლაძე მამუკა მდინარაძეს
ბატონო მამუკა, თქვენ აკეთებთ რუსულ საქმეს! - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე, ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, პასუხობს.
სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ,,ქართული ოცნება" რუსულ დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებს.
როცა აკეთებ დამაზიანებელ განცხადებებს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მისამართით, რუსულ დეზინფორმაციულ გზავნილებს აჟღერებ და აგზავნი მსოფლიოში, ამ დროს ხარ კიდევ ოპოზიციის გაშავებით დაკავებული, რა თქმა უნდა, ბატონო მამუკა, აუცილებლად ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორები იტყვიან, რომ თქვენ აკეთებთ რუსულ საქმეს. - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მამუკა მდინარაძე დღეს პრეზიდენტ ზელენსკის თავს დაესხა და განაცხადა, რომ საომარ რეჟიმში მყოფი უკრაინის ხელისუფლება ხშირად იცლის საქართველოს მთავრობის გასაკრიტიკებლად.