უკრაინის არმია კიევის მახლობლად კონტრშეტევაზე გადავიდა

10.03.22 10:44
უკრაინის არმია კიევის მახლობლად კონტრშეტევაზე გადავიდა

უკრაინის არმია დედაქალაქ კიევის დასაცავად კონტრშეტევაზე გადავიდა. დილით საარტილერიო ბრძოლების ხმა ისმოდა კიევის დასავლეთ გარეუბანში.  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელთან ამბობს, რომ უკრაინის არმიამ 5 რუსული ტანკი გაანადგურა. 

უკრაინის არმია აგრძელებს რუსეთის შეტევის შეკავებას, იცავს ხარკოვსა და ახტირკას, ასევე გრძელდება მარიუპოლის წრიული დაცვა.