ექსპრემიერი ღარიბაშვილის მთავრობის წინააღმდეგ - "საქართველოს საერთშორისო იზოლაციის ნიშნები უკვე არსებობს"

10.03.22 13:01
ექსპრემიერი ღარიბაშვილის მთავრობის წინააღმდეგ - "საქართველოს საერთშორისო იზოლაციის ნიშნები უკვე არსებობს"

ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილის მთავრობის წინააღმდეგ - გიორგი გახარია მმართველ გუნდს უმოქმდობაში ადანაშაულებს. 

'არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს საქართველოს საერთშორისო იზოლაცია, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს" - თქვა გახარიამ. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება პრობლემის არშემჩნევის პოლიტიკას ირჩევს, რაც არასწორია: 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენს თვალწინ მსოფლიო ახალი წესრიგი დგება. ჩვენს მთავრობას რატომღაც გონია, რომ თუ ამას არ შეიმჩნევს, ამით ისინი რაღაც რისკებს თავს დააღწევენ და გონიათ, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაც არასწორია. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ პირველ რიგში ძალიან მჭიდოდ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ორი კრიტიკული ამოცანა გვაქვს - პირველი: არავის მივცეთ საშუალება საქართველო ჩაითრიოს ომში და მეორე - არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს საქართველოს საერთშორისო იზოლაცია, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს. ჩვენ პარტნიორების ნდობა ჩვენდამი სულ უფრო და უფრო ქვეითდდება. უპრეცედენტოა გლობალური მხარდაჭერა განვითარებული, თანამედროვე, დემოკრატიული უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოზეც გავრცელდეს'- თქვა გახარიამ.