ომი უკრაინაში ერთ კვირაში დასრულდება?! - გამომძიებელი ჟურნალისტების პროგნოზი

10.03.22 13:17
ომი უკრაინაში ერთ კვირაში დასრულდება?! - გამომძიებელი ჟურნალისტების პროგნოზი

ომი უკრაინაში ერთ კვირაში დასრულდება - Bellingcat-ის გამომძიებლების ინფორმაციით, რუსეთი მაქსიმუმ  10 დღეში საომარი მოქმედებების გაყინვას შეეცდება.

ამის შემდეგ კი პუტინს სახელმწიფო გადატრიალება ელოდება, რუსეთში მმართველი ელიტა აუმხედრდება და ძალაუფლების გადანაწილება დაიწყება.

ეს სკანდალური ინტერვიუ ყველაზე ავტორიტეტული საგამოძიები ჯგუფის შეფმა უკრაინულ მედიას მისცა. მათი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს 95% უკვე გამოყენებული აქვს. 

რთულია, ახლა ვთქვათ, რომ ყველაფერი მორჩა და ომი დასრულდა. მალევე უნდა გამოჩნდეს, შეწყდა თუ არა ომი. მთავარი ის არის, რომ სისხლისღვრა შეწყდება.

ერთ კვირაში, 10 დღეში ყველაფერი გადაწყდება. რუსეთის პოზიციები სუსტდდება და ეს მათ კარგად იციან. ოკუპანტი არ იტყვის, რომ ომი დასრულდა. ურჩევნია, რომ პროცესი გაყინოს, რომ წაგების აღიარება არ მოუწიოს"- აცხადებს გამომძიებელი ჟურნალისტი.