"ბილაინი", RMG Gold, VTB ბანკი - რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

10.03.22 13:39
"ბილაინი", RMG Gold, VTB ბანკი  - რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

რუსული კომპანიები საქართველოში - ცნობილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე ოპერირებენ. რუსულ კაპიტალზე საქართველოში კვლევა IDFI-მ  ჩაატარა. ერთ-ერთია უმსხვილესი კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინი", რომლის სათავეშიც პუტინის ახლოგარემოცვის წევრი მიხეილ ფრიდმანია. ბიზნესმსენი დასვლეთისგან სანქცირებულია.  

მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა იმ მიზეზით, რომ იგი ერთი მხრივ აქტიურ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა და სარგებელს იღებდა იმ რუსი პირებისგან, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე იყვნენ პასუხისმგებლები", - წერია კვლევაში.

ქართულ ბაზარზე ასევე ოპერირებს  "არემჯი გოლდი", ოქროს მომპოვებელი კომპანია, რომელიც საყდრისის აფეთქებასთანაა დაკავშირებული.

სიაში ასევეა არის VTB ბანკი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სანქციების დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ როგორც  „ვითიბი ბანკი”, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის მზად არიან,ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.

Საბანკო სექტორში, იდენთიფიცირებულია მხოლოდ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას”  რუსული კომპანია „ვეტებე ბანკი”-ს მფლობელობა.  ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაცია 59.34%-ით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და ვითიბიმ საკუთარი პორტფელების სხვა ბანკებზე გასხვისება დაიწყო", - აღნიშნულია კვლევაში.

 ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაცია 59.34%-ით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და ვითიბიმ საკუთარი პორტფელების სხვა ბანკებზე გასხვისება დაიწყო. 

რუსული კავშირები, მფლობელობისა და მმართველობითი წილები, ისევე როგორც მმართველ პარტიებთან აფილირება გამოიკვეთა შემდეგ კომპანიებში: შპს “მინერალური წყალი საირმე”, შპს “კაპიტალ ჯგუფი”, შპს “მეგა ჰოლდინგი”, “გრუზვინპრომი”, შპს “მიქსორი”.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ 24 თებერვალს სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. კერძოდ, სანქცირებულთა შორის მოხვდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები.

 

მსგავსი სიახლეები