"ეს პიარი და ფორმალობაა" - თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროება არ დგას

10.03.22 13:40
"ეს პიარი და ფორმალობაა" - თავდაცვის მინისტრის თქმით,  უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროება არ დგას

უკრაინაში უმძიმესი ომის და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს. "ეს პიარი და ფორმალობაა" - ამბობს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ  ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის პრემიერ მინისტრთან მთავრობის წევრები ისედაც იკრიბებიან და ფორმალური სხდომის გამართვა ახლა საჭირო არ არის.

იმის გამო, რომ ვთქვათ - უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა, ეს ჩვენ არ გვახასიათებს. ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელები ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით პრემიერთან, გავდივართ მოვლენებს, შესაძლო შედეგებს, იმ რისკებს რაც შეიძლება მოყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს. არ გვახასიათებს ღონისძიებების ჩატარება, PR-ის მოტივაციით. ამ ფორმალობის საჭიროება არ დგას" - განაცხადა ბურჭულაძემ.