,,ლელოს" ლიდერები ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს ევროკავშირში განაცხადის შეტანა და რუსეთიდან ხალხის მასობრივი შემოდინება. ხელისუფლების უმოქმდებობასა და გამოსავლის გზებზე სამსჯელოდ ,,ლელოს" ლიდერები და ექსპერტები შეიკრიბნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სპეციალისტები ანტიკრიზისული გეგმის შედგენის აუცილებლობაზე საუბრობენ.
როგორც კი კონფლიქტი დაიწყო, ჩვენმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, შემოიღონ დროებითი სავიზო რეჟიმი და რეგულაციები ეროვნული ბანკისთვის, როგორ უნდა იმოქმედონ ამ მდგომარეობაში და დაიდოს ანტიკრიზისული პროგრამა. ამ საკითხებზე დღეს სპეციალისტებთან მსჯელობა გვექნება - განაცხადა ,,ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.