"რუსეთის მთავარი მოთხოვნა ჩვენი დანებებაა" - მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

10.03.22 14:18
"რუსეთის მთავარი მოთხოვნა ჩვენი დანებებაა" - მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

"ჩვენ მოვითხოვეთ ცეცხლის შეწყვეყა 24 საათით, რათა მოვაგვაროთ ჰუმანიტარული პრობლემები, მაგრამ ამ საკითხში ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტრო კულებამ ლაბროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ლავროვმა თქვა, რომ ისინი გააგრძელებენ აგრესიულ საომარ მოქმედებებს, ვიდრე უკრაინისგან არ მიიღებენ პირობას, მათი მთავარი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით! მათი მთავარი მოთხოვნა კი ჩვენი დანებებაა"- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. 

მისი თქმით, , უკრაინა დანებებას არ აპირებს. 

"რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უკავშირებს უკრაინის მიმართ პუტინის მოთხოვნების შესრულებას. უკრაინა არ დანებდა და არ დანებდება" - დასძინა დიპლომატმა. 

დიმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთი მშვოდობიან მოქალაქეებს კლავს. მან იმედი გამოთქვა, რომ ომის დანაშაულისთვის რუსი ოკუპანტები გასასჯელის სკამზე აღმოჩდნებიან: 

ისინი ცდილობენ, იმედი მოუკლან მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ფედერაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მკვლელობებს ჩადიან. მე მოვიყევი მინისტრ ლავროვს ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, მოვუყევი იმ მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ სამშვიდობოზე გასულიყვნენ და რომლებიც რუსმა სამხედროებმა ჩაცხრილეს.  იმედი მქონდა, რომ მისგან კონსტრუქციულ პასუხს მივიღებდით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის პატივისცემას დაეყრდნობოდა... ყველა ის ადამიანი, რომელიც ომის დანაშაულს ჩადის, ადრე თუ გვიან პასუხს აგებს. იმედი მაქვს, რომ მინისტრი ლავროვი განიხილავს მოლაპარაკებების დეტალებს სამხედრო მაღალჩინოსნებთან ისევრ როგორც ხელისუფლების პირველ პირებთან და სამშვიდობო დერეფანი გაიხსნება"- თქვა მინისტრმა. 

კულება იმედოვნებს, რომ დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება.

ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიებას. მაგრამ სანამ არ არსებობს, ჩვენ თავდაუზოგავად, თავს გავწირავთ, დავიცავთ საკუთარ თავს, დავიცავთ ხალხს რუსული აგრესიისგან. იმედი მაქვს, დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება" - თქვა დიმიტრო კულებამ.