სანქცირებულ პირებს არ უნდა მიეცეთ საქართველოში ბიზნესსაქმიანობის უფლება - ბადრი ჯაფარიძე
"სანქცირებულ პირებს არ უნდა მიეცეთ საქართველოში ბიზნესსაქმიანობის უფლება", ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
საქართველოში არ უნდა მიეცეს არცერთ იმ პირს ბიზნესსაქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც დასანქცირებულია ეხლა დასავლეთის მიერ. ცხადია ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ესეთი მცდელობა შეიძლება დამთავრდეს სანქციების ჩვენ ქვეყანაზე გავრცელებით, ამიტომ გვჭირდება სრული სიფხიზლე. მცდელობა იქნება, რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული, ეს არ უნდა იყოს დაშვებული“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.