ფოტოები რომელიც რუსეთს ტყუილში ამხელს - ლავროვი: "მარიუპოლის სამშობიაროში აზოვის ბატალიონი იდგა"
სერგეი ლავროვის მტკიცებით, მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას შენობაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში, დიმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ადგილი რომელიც დაბომბეს, აზოვის ბატალიონის მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული.
ამ სამშობიარო სახლში დიდი ხანია აღარ არიან ქალები, ბავშვები და მომსახურე პერსონალი. ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა დაიკავეს, რადიკალებთან ერთად და იქ მოაწყვეს საყრდენი პუნქტი. ასე შვრებიან მთელ უკრაინაში, დასახლებულ კვარტლებს იყენებენ ცოცხალ ფარებად, ათავსებენ იქ ტექნიკას თავდასხმისთვის და იქიდან ესვრიან რუსულ ჯარებს”,- განაცხადა ლავროვმა.
მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო გუშინ დაიბომბა. უკრაინული მხარის განცხადებით, სამშობიაროს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და17 პირი, მათ შორის ორსულებიც დაშავდნენ.