საქართველოზე მეტს უკრაინისთვის ვინ აკეთებს? - მიხეილ ყაველაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს პასუხობს

10.03.22 17:41
საქართველოზე მეტს უკრაინისთვის ვინ აკეთებს? - მიხეილ ყაველაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, უკრაინის რადას თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს. ყაველაშვილის მტკიცებით, რუსეთისთვის რძის პროდუქტების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წლისთვის მიიღეს. ხოლო რაც შეეხება უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას, უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ საქართველო ყველაზე მეტს აკეთებს სხვა ქვეყნებთან შედარებით.

თუ რადას თავმჯდომარე გულისხმობდა 2020 წლის მიმართვას ჩვენი ქვეყნის, რომ ბაზრის მოძიების კონტექსტში, ეს არაერთხელ ახსნეს როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ასევე არაერთმა ჩვენმა ლიდერმა. რომ ეს მიმართვიანობა მანამდე იყო.

დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც ხელისუფლება იქნება თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის, ოღონდ, შესაძლებიდან გამომდინარე - განაცხადა უკრაინის რადას თავმჯდომარის საპასუხოდ პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.