ცოტა ქვეყანას თუ ესმის უკრაინაში რუსული აგრესიის გართულებების შედეგები, როგორც საქართველოს, მან ეს 2008-ში გამოცადა- პრაისი

11.03.22 11:11
ცოტა ქვეყანას თუ ესმის უკრაინაში რუსული აგრესიის გართულებების შედეგები, როგორც საქართველოს, მან ეს 2008-ში გამოცადა- პრაისი

პუტინი უკრაინაში იმავე პრინციპს არღვევს, რომელიც საქართველოში 2008-ში დაარღვია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესები. 

ბვერი ქართველი ჯერ კიდევ თავშესაფარშია. დარწმუნებული ვარ, მთავრობაში და რიგით მოქალაქეებშიც ბევრია, თავის კოლეგა უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებენ. ცოტა ქვეყანას თუ ესმის მსგავსი მოცულობით რუსული აგრესიის პოტენციური გართულებების შედეგები, როგორც საქართველოს მსგავს ქვეყანას. ქვეყანას, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსული ჯარების შემოჭრის მსხვერპლი"- თქვა მან.