ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომთან კავშირში სამი მაღალჩინოსანი ოსის დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის ტრიბუნალმა (International Criminal Court) აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა. ინფორმაცია ჰააგის სასამართლომ გამოაქვეყნა. ჰააგის ტრიბუნალმა, რუსი გენერალი და პრორუსი სეპარატისტები ბრალდებულად სცნო და სასამართლოს მათი დაკავების მოთხოვნით მიმართა.
ეს პირები არიან: მიხეილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი.
მინძაევი მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის როლს ასრულებდა 2005-2008 წლებში. გუჩმაზოვს 2008 წელს ებარა წინასწარი პატიმრობის დაწესებულება. რაც შეეხევა სანაკოევს, ის იყო ე.წ. პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
ჩემმა ოფისმა უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შემოწმების დროს ქცევის მსგავსი პატერნები დაადგინა. ღრმად შეშფოთებული ვარ მიმდინარე საერთაშორისო დანაშაულებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე ხდება"– აღნიშნა კარიმ ხანმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ფიქრობს, რომ ამ დავის მოგება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ნონა წოწორია მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სათანადოდ არ იყო დაინტერესებული ქვეყნის პოზიციების დაცვით.
საერთოდ ყველ;ა სასამართლო ყველა ინსტანცია, სადაც მიმდინარეობს საქართველოს ომის განხილვა, ყველა მოგება ქვეყნისთვსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რომ საქართველოს პოზიცია ყველა უწყებაში იყოს სათანადოდ დაცული. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ იყო დაინტერესებული საქართველოს პოზიციების გამყარებით. ვიმედოვნებ, რომ ეს წრე გაფართოვდება და სხვა ადამიანებიც პასუხცს აგებენ", - თქვა ნონა წოწორიამ.