ლელოს ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

11.03.22 11:38
ლელოს ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

საქართველოს გაწევ რიანება ევროპულ ოჯახში - "ლელოს"  ლიდერები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელს ხვდებიან. პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველომ ცარიელი განაცხადი არ უნდა შიეტანოს და ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. 

დღეს ევროკავშირში ძალიან ინტენსიურად მსჯელობენ თუ როგორ უნდა წავიდეს ის პროცესი წინ, რაც თან ახლავს განაცხადის შეტანას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მხრიდან. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ერთის მხრივ დღის წესრიგში დგას დაჩქარება ამ პროცესის, მეორეს მხრივ არსებობს კონკრეტული გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ეს ვერ მოხდება თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელოს ის რეფორმები, რაზეც ჩვენ მათ შორის აქ, ევროკავშირის წარმომადგენლობაში შევთანხმდით"- თქვა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.