უნდა მოხდეს დაბრუნება შარლ მიშელის დოკუმენტთან - ,,ლელოს" ლიდერების შეხვედრა კარლ ჰარცელთან დასრულდა
როგორ უნდა მოხდეს საქართველოს გაწევრიანება დაჩქარებულად ევროპულ ოჯახში? ამ თემაზე სასაუბროდ ,,ლელოს" ლიდერები ევროკავშირის ოფისში მივიდნენ. შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. კარლ ჰარცელს ,,ლელოს" ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი, შეხვდნენ.
პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველომ ცარიელი განაცხადი არ უნდა შეიტანოს და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, გაატაროს რეფორმები.
ბატონ კარლ ჰარცელს ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილავს ,,ლელო" შექმნილ სიტუაციას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. უნდა მოხდეს დაბრუნება შარლ მიშელის დოკუმენტთან.
მზად ვართ, შევხვდეთ ,,ქართულ ოცნებას", თუ მათ ამის სურვილი ექნებათ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მართლაც იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ამ დოკუმენტში ზედმიწევნითაა გაწერილი.
რეფორმების დაწყება და დოკუმენტთან დაბრუნება იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი ბრიუსელისთვის, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, რომ სერიოზული განზრახვაა, საქართველომ ეს ისტორიული მომენტი გამოიყენოს. - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.