წილი "გაზპრომში", "ანგოლა გეითის" საქმე და შესაძლო ტრანსნაციონალური დანაშაული - ოპოზიცია ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბრობს
სანქციები ბიძინა ივანიშვილს - ოპოზიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის რუსეთთან კავშირების დადგენასაც ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოიძიონ ყველა ფაქტი და ჩაატარონ კვლევა, რა სარგებლს იღებს ივანიშვილი ოკუპანტი ქვეყნისგან.
ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაიწყო იმის დაბრალება, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ვითომ ძალიან სწრაფად გაყიდა საკუთარი კაპიტალი რუსეთში. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერია "გაზპრომში" .
ივანიშვილი ასევე ჩართული იყო ტრანსნაციონალურ დანაშაულებებში, როგორიცაა "ანგოლა გეითი" - იარაღის გაყიდვა, რომლის შედეგადაც ადამიანები იღუპებოდნენ. მის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გამოყენებული და ეს პროცესი უკვე მწიფდება"- განაცხადა "ტვ პირველთან" ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, აკო მინაშვილმა.
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, იმ პოლიტიკოსებს შორისაა, ვინც თვლის, რომ ქვეყნის საზიანი პოლიტიკაში მხილებული პირები აუცილებლად გამოვლენილი უნდა იყოს.
ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს, თუ სხვა პირი, ვინც ქვეყნის საზიანო პოლიტიკაში არის შემჩნეული, ყველა გამოკვლეული უნდა იყოს. ამოცანა, რომ ევროკავშირმა გამოავლინოს, ასეთი რამ არ დგას. ამ ვითარებაში დღევანდელი ხელისუფლება როგორ იქცევა, მაშინ, როცა სრული თანადგომაა საჭირო, უკრაინის მიმართ და უნდა ვიყოთ ნაწილი დასავლური კოალიციის ეს არის აუცილებლობა, რასაც ვერ ვხედავთ ,,ქართული ოცნებისგან", ვფიქრობთ, რომ ეს არის მათი დამფუძნებლის პოლიტიკა"- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებელში" საკითხზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნის მომხრეა.
ერთხელ და სამუდამოდ გავცემთ პასუხს - ან პირდაპირი კონტაქტი აქვს და ნამდვილად აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში, ან პირიქით, არანაირი ინტერესი არ აქვს და რასაც საუბრობს ოპოზიცია, ცილისწამება და ტყუილია"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ, რუსი ოლიგარქების შემდეგ, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს და მისი გუნდის მაღალჩინოსნებს მძიმე ფინანსური სასჯელი დაუწესონ.
საქართველოს მოქალაქეები, ასევე ემიგრანტები "ქართული ოცნების" პოლიტიკით შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური კავშირები, არამედ მისი სიმდიდრეც სწორედ ოკუპანტ ქვეყანასთანაა დაკავშირებული.