100 კაციანი ქელეხი რესტორანში - ოზურგეთის ცენტრში პოლიციაა მობილიზებული

08.04.21 17:55
100 კაციანი ქელეხი რესტორანში - ოზურგეთის ცენტრში პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში ოზურგეთში,  გრობოედოვის ქუჩაზე, სარიტუალო დარბაზთან პოლიციაა მობილიზებული. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება,  მიზეზი დარბაზში გამართული ქელეხია. 

ჩვენი ინფორმაციით, რესტორანში 100 კაცამდეა. პოლიცია ამ წუთებში საჯარიმო ოქმებს ადგენს. 

არსებული ინფორმაციით, სარიტუალო დარბაზი ოზურგეთის მერის მოადგილის მეგობარს, ნათია ღლონტს, ეკუთვნის. ღლონტი მერიის სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობს და მას ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტენდერი ერთ პირთან მოლაპარაკების წესით აქვს მიღებული.


ჩვენ ამ წუთებში ვცდილობთ ნათია ღლონტთან დაკავშირებას, თუმცა, მისი ტელეფონი გამორთულია. კომენტარს ჯერ არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც გვითხრეს, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.


აღსანიშნავია, რომ გურია და განსაკუთრებით ოზურგეთი, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა მაღალი რიცხვით გამოირჩევა. 

მსგავსი სიახლეები