"საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საფრთხეს უქმნის ევროკავშირში ჩვენი განაცხადის წარმატებას" - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყანას საფრთხეს უქმნის. სამადაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ მოკავშირე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ უნდა გამოხატოს.
დღეს საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს 2 ძალიან მკაფიო ამოცანა: ერთი, სრული სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებისათვის და მეორე, სინქრონიზირება საკუთარი პოლიტიკის ევროკავშირთან. დღევანდელი პოზიციით სად დგას საქართველოს ხელისუფლება, რჩება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ეს საფრთხეს უქმნის მათ შორის, ევროკავშირში ჩვენი განაცხადის წარმატებას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.