ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ შემობრუნებას, გამარჯვებისკენ მივდივართ - ზელენსკი
"ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ შემობრუნებას. ჩვენ უკვე გამარჯვებისკენ მივდივართ" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვაში, რომელსაც კიევიდან ავრცელებს.
ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ შემობრუნებას, ჩვენ უკვე გამარჯვებისკენ მივდივართ. უკვე 16 დღეა, უკრაინა რუსულ აგრესიას უმკლავდება. ოკუპანტი ქვეყნის არმია 24 თებერვალს შემოიჭრა. მას შემდეგ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს და საავადმყოფოებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ხარკოვში, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა მარიუპოლი, მტრის მთავარი სამიზნე კი კიევია", - ამბობს ვლადიმერ ზელენსკი ვიდემიმართვაში.