რატომ მოხვდა უკრაინაში გასაგზავნი პრუდუქტების სიაში რუსული მაკარონი - კასპის მერის განმარტება

11.03.22 17:44
რატომ მოხვდა უკრაინაში გასაგზავნი პრუდუქტების სიაში რუსული მაკარონი - კასპის მერის განმარტება

კასპის მერი თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა. ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს, რომ ის რუსული პროდუქტი, რაც მერიის შენობაშია დასაწყოებული, არ არის განკუთვნილი უკრაინაში გასაგზავნად და აღნიშნული ბურღულეული მათ შემოწირულობის სახით მიიღეს. საუბარია მაკარონსა და კონსერვებზე, რომელიც რუსეთსა და ბელორუსშია დამზადებული.

კასპის მერი ამტკიცებს, რომ ფეისბუკზე გავრცელებული რუსული მაკარონის ფოტო მაშინ გადაიღეს, როცა ის პროდუქტებს ახარისხებდა.

ხდება დახარისხება, რომ რუსული და ბელორუსული პროდუქცია არ გაიპაროს უკრაინაში გასაგზავნ პროდუქტებში. რაც არ ექვემდებარება უკრაინაში გაგზავნას, დასაწყოებულია ჩვენს საწყობებში. ეს არის მაკარონი, სხვადასხვა კონსერვები.

სურათი, რაზეც თქვენ მეუბნებით, ამ გადარჩევის დროსაა გადაღებული. მე და ჩემი მოადგილე ვსაუბრობდით, რომ ეს მაკარონი არ უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. - განაცხადა კასპის მერმა.

ოპოზიციას არ სჯერა კასპის მერის მონათხრობის.  ოპონენტების მტკიცებით, ჟურნალისტებს რომ არ ეაქტიურათ და აჟიოტაჟი არ აეტეხათ, არა მარტო კასპს, არამედ მთელ საქართველოს მოეჭრებოდა თავი და უკრაინაში მათი მტრის მიერ გამოშვებული პროდუქტი აღმოჩნდებოდა.