რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის უპრეცენდენტო აღიარება - "მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის ბრძანება მოგვცეს"

11.03.22 17:17
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის უპრეცენდენტო აღიარება - "მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის ბრძანება მოგვცეს"

რუსი მფრინავები, რომლებიც უკრაინულ ქალაქებს ბომბავდნენ, პუტინის წინააღმდეგ აღიარებით ჩვენებას პირდაპირ ეთერში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლის თანდასწრებით, აძლევენ - ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა გავლენიანი საერთაშორისო მედიების წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ ამ ომის შეჩერება უნდათ. ისინი უკრაინის თავდაცვის სამინისტროში თავად გამოცხადდნენ და პრესკონფერენციის მოწყობა ითხოვეს. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური პირდაპირ ამბობს, რომ მას მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურების ბრძანება მისცეს. 

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, მაშინ, როცა მიხვდა, რომ თავდასხმის სამიზნე მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტების განადგურება არ იყო და მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ბრძანება მისცეს, მან ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

"მე არ შევასრულე ბრძანება და დაშვების დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ტყვედ ამიყვანეს, ვაცნობიერებ ჩემს დანაშაულს და ვითხოვ პატიებას უკრაინელი ხალხისგან იმ ტკივილისთვის, რაც მოგაყენეთ. მინდა, ყველა სამხედრო მეთაური დაისაჯოს, ვინც უკრაინელი ხალხის გენოციდში იღებდა მონაწილეობას"- თქვა მან. 

"მე ვთვლი, რომ ჩვენ ეს ომი წავაგეთ"- დასძინა სამხედრო მფრინავმა.