ენმ-ს სურს, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანა რამენაირად ჩართოს ომში - კობახიძე

11.03.22 17:57
ენმ-ს სურს, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანა რამენაირად ჩართოს ომში - კობახიძე

"ქართული ოცნებამ" ოპოზიციას პოლიტიკური ცეცხლი დღეს კიდევ ერთხელ გაუხსნა - ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს დღეს "რადიკალები" და "მეცუთე კოლონის" წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ უწოდა. 

მისი თქმით, ენმ-ს "ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში". 

დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას. სწორედ ამგვარი მოღალატეობრივი სულისკვეთებითა და ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული ჯარი დაადანაშაულეს, ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ. 

რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ხელისუფლებად წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოს რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა და მეტიც, საქართველოს უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.