წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო, საპირისპირო შედეგი მიიღეს - სააკაშვილი

11.03.22 18:07
წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო,  საპირისპირო შედეგი მიიღეს - სააკაშვილი

წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო და საპირისპირო შედეგი მიიღეს - ამის შესახებ საქართველსო მესამე პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისასა სოციალურ ქსელში წერს. 

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამოსაკვლევად მან დაიქირავა საერთაშორისო იურისტთა ჯგუფი და მათ მიერ დადებული დასკვნა ჰააგამ პრაქტიკულად გაიმეორა.

კიდევ ერთხელ ჰააგაზე.  წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო და სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეს! პ

ირველად ტრიბუნალის ისტორიაში, სადაც ყოველთვის ორივე მხარეს ამტყუნებდნენ, ახლა ცალსახად დაწერეს, რომ ქართული მხარე უდანაშაულოა. დღეს თავხედურად, მთავრობა თავის თავზე იწერს გადაწყვეტილებას. 

სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვან იურისტთა ჯგუფი, რათა ისინი დამეცვა. შარშანწინ მათი საბოლოო, 300-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნეს. სასამართლომ პრაქტიკულად გაიმეორა ამ დასკვნის თეზისები. 

ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა პასუხი. ყველაზე სამწუხაროა, რომ რუსებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება მტკიცებულებად წარადგინეს სასამართლოში, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული, ისევე როგორც რუსეთის სხვა მტკიცებულებები - წერს მიხეილ სააკაშვილი.