თბილისის მერიას რუსულ სამხედრო საწარმოსთან 170 მილიონი ლარის კონტრაქტი აქვს გაფრომებული - მელია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერიასა და რუსულ საწარმოს შორის არსებულ შეთანხმებაზე საუბრობს, რომელსაც მეტროს ვაგონები უნდა გადმოეცა საქართველოსთვის.
,,მაშინ, როდესაც გენოციდს აწყობს პუტინის რეჟიმი უკრაინაში, აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიას აქვს კონტრაქტი გაფორმებული რუსულ კომპანიასთან 170 მილიონი ლარის ღირებულების.’’-ამბობს ნიკა მელია
მელიამ აღნიშნა, რომ მერიის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს სახმედრო ტექნიკას, რითიც ამარაგებს რუსულ საოკუპაციო ჯარებს, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ.
,,აღნიშნული რუსული კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო, საბრძოლო ტექნიკას, მუხლუხოებიან, ჯავშან-სატრანსპორტო ტექნიკას.’’- ამობს ნიკა მელია
ენმ-ს თამჯდომარის თქმით, ქართული სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს იმ ქვეყნის სამხედრო ინდუსტრია, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტებად და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენებად არიან შერაცხულები.
,,ახლა, როდესაც მთელი დასავლეთი ცდილობს ფინანსური ნაკადები შეუწყვიტოს პუტინს იმისათვის, რომ მან ვეღარ მოახერხოს სამხედრო ინსდუსტრიის დაფინანსება, თქვენ, ჩვენი თბილისელების სახელით 170 მილიონი ლარის კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული რუსულ სამხედრო წარმოებასთან.’’ - დასძინა მელია