სამსახურიდან გათავისუფლება უკრაინის მხარდაჭერის გამო - მოკრივე კანდელაკის არხს ჟურნალისტები ტოვებენ

12.03.22 11:16
სამსახურიდან გათავისუფლება უკრაინის მხარდაჭერის გამო - მოკრივე კანდელაკის არხს ჟურნალისტები ტოვებენ

მოკრივე და "ქრათული ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკის ტელევიზიას ჟურნალისტები ტოვებენ. უთანხმოება კანდელაკსა და არხის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა უკრიანის მხარდამჭერი პოსტი გააზიარეს.

გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსგავსი პოსტები არ უნდა დაეწერათ, პარალელურად მან ტელევიზიის მმართველად პრორუსი რადიკალი "ალტ-ინფოს" იურისტი დანიშნა.

მე არ ვიქნები მიკერძოებული და არ გავაკეთებ. ეს იყო რუსეთის მხარდაჭერა, ამაზე უარი განვაცხადე, პირად გევრდზე გავაზიარეთ უკრაინის მხარდამჭერი ფოტოები. მოგვთხოვეს, რომ შეგვეცვალა პიზიცია და ჩვენ დავტოვეთ სამსახური", - ამბობს ჟურნალისტი თორნიკე მაისურაძე.