"გულდაწყვეტილი ვართ" - შალვა პაპუაშვილი რადას თავმჯდომარეს მიმართავს

12.03.22 15:13
"გულდაწყვეტილი ვართ" -  შალვა პაპუაშვილი რადას თავმჯდომარეს მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს საპასუხო წერილი გაუგზავნა. 

პაპუაშვილი რადას თავმჯდომარეს წერს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება "ყველაფერს აკეთებს" უკრაინის დასახმარებლად.

"საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში - რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით.

ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს", - ნათქვამია წერილში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები