რუსეთს რეზერვისტები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავს - ზელენსკის მრჩეველი

12.03.22 18:06
რუსეთს რეზერვისტები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავს - ზელენსკის მრჩეველი

ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთს უკრაინაში რეზერვების შესავსებად სამხედროები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გაჰყავთ - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლი ავრცელებს. 

ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთმა უკრაინაში 90-ზე მეტი ბატალიონი შეიყვანა, მათგან 15 თითქმის მთლიანად განადგურდა, 20-ზე მეტი კი ქმედუუნაროა.

ოკუპანტები ახლა რეზერვისტებს აგროვებენ, გამოჰყავთ "მშვიდობისმყოფელები" აფხაზეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან. ნაწილობრივი მობილიზაციის ნიღბის ქვეშ ცდილობენ იქ სამხედროების გადაბირებას და ტაქტიკური ჯგუფის 20-30 ბატალიონის აღდგენას. შეგიძლიათ გამოიცნოთ ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა რამდენად ეფექტური იქნება". - აცხადებს არესტოვიჩი.