ზელენსკი პუტინთან იერუსალიმში შეხვედრას მხარს უჭერს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მხარს უჭერს, ვლადიმერ პუტინს პირისპირ, იერუსალიმში შეხვდეს. ზელენსკის თქმით, სასურველია, რომ შეხვედრას შუამდგომლობა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფტალი ბენეტიმ გაუწიოს.
ბატონ ბენეტის შუამდგომლობას დადებითად ვუყურებთ. მიმაჩნია, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ვესაუბრე ბატონ ბენეტს, მას ვუთხარი, რომ დღეს არასწორია, არაკონსტრუქციულია შეხვედრები რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში. ეს არაა ის წერტილები, სადაც შევძლებთ ერთმანეთის გაგებას, რამის გაგებას მაინც და ომის შეჩერებას. მიმაჩნია თუ არა, რომ ისრაელი შესაძლოა სწორედ ასეთი ადგილი იყოს, განსაკუთრებით იერუსალიმი? - კი. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე და ქვეყნებზე, რომლებიც უნდა მონაწილეობდნენ ამ გარანტიებში, მიმაჩნია, რომ ისრაელი მათ რიგებში უნდა იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.