რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით უკრაინაში სიკვდილი დააფინანსოს - უკრაინელი აქტივისტი
როგორ ჩამოდის უკონტროლოდ ათასობით რუსი საქართველოში - როგორ არეგისტრირებენ ასობით კომპანიას ერთ მისამართზე და როგორ ხუჭავს თვალს საქართველოს მთავრობა ყველაფერზე - ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე თამთა დოლენჯაშვილმა ჩაატარა.
ის რომ რუსეთი საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, ეჭვი არ ეპარება უკრაინელ სამოქალაქო აქტივისტს. ოლენა ივანოვამ "შაბათის ეთერს" იმ რუსული კომპანიების სია გამოუგზავნა, რომლებიც ცდილობენ სანქციების გვერდის ავლით რეაქტიული მოწყობილობის ნაწილები შემოიტანონ.
უკრაინელი აქტივისტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მეშვეობით, პუტინი უკრაინაში მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს გეგმავს.
ჩემმა მეგობრებმა კანადიდან გადმომიგზავნეს სია, რუსული კომპანიების, რომლებიც ცდილობენ, რომ შეიძინონ უკვე დაარსებული ფირმები და გააგრძელონ საქმიანობა ისე რომ სანქციებს გვერდი აუარონ. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა აძლევს საშუალებას რუსულ კომპანიებს, გვერდი აუარონ იმ სანქციებს, რომლებიც მათ მსოფლიომ დაუწესა. ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს მეშვეობით უკრაინაში სიკვდილი დააფინანსოს"- აცხადებს აქტოვისტი.
ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი